ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი AIIB-ის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

15-17 ივნისს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის კუნძულ ჯეჯუზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს მე-2 ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო.

16 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის და დადებითად შეაფასა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ პირველ 20 პროექტს შორის საქართველოში მიმდინარე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის შეტანაზე.

17 ივნისს, ბ-ნმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვიცე-თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელა ბანკის მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ სესიას და ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით AIIB-ის პრეზიდენტთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე. შედგა შეხვედრა ასევე წყლის რესურსების მართვის კორეის სახელმწიფო კომპანიის, K-water-ის პრეზიდენტთან, ბ-ნ ლი ჰაკ-სუსთან. საუბარი შეეხო საქართველოში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ხაზი გაესვა ხსენებული პროექტის დიდ მნიშვნელობას.

 

2017 წლის 18 ივნისი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ