ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქ. სეულში ჩატარებული კორეის მსოფლიო ტურისტული გამოფენის შესახებ

2017 წლის 1-4 ივნისს, ქ. სეულში ჩატარდა კორეის უმსხვილესი ყოველწლიური ტურისტული გამოფენა "KOTFA 2017" (Korea World Travel Fair).

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ, ასევე სამმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ (Georgia Travel Group, VisitGeorgia, GeorgiCa Travel).

საელჩო აქტიურად იყო ჩართული გამოფენის მიმდინარეობის პროცესში და საქართველოს წარმომადგენლებს დახმარებას უწევდა საორგანიზაციო/ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში.

გამოფენის მსვლელობისას საქართველოს პავილიონმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაიმარჯვა ნომინაციაში The Best Tourism Marketing Award.

 

2017 წლის 5 ივნისი

 
კორეის მსოფლიო ტურისტული გამოფენა KOTFA, ქ. სეული, 2017 წლის 1-4 ივნისი
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ