ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო ევროპულ მრავალკულტურულ გამოფენაზე

17 მაისს, ქ. სეულში, უმსხვილესი კორეული კომპანია Lotte Group-ის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით ტურისტი და ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს, მრავალკულტურული გამოფენა გაიხსნა.

კორეის რესპუბლიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საელჩოს ინიციატივით, ხსენებულ გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ქართული სტენდი, რომელზეც განთავსდა ქართული კულტურის ამსახველი ექსპონატები.

გამოფენა ერთ კვირას გასტანს, მისი დასრულების შემდეგ კი საელჩოს მიერ ქ. სეულის მრავალკულტურულ მუზეუმთან ჩატარებული აქტიური სამუშაოს შესაბამისად, ქართული კულტურის ნიმუშები მუდმივი განთავსებისთვის გადაეცემა მუზეუმს.

 

2017 წლის 17 მაისი

 
საქართველო ევროპულ მრავაკლულტურულ გამოფენაზე, ქ. სეული, 2017 წლის 17 მაისი
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ