ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ადგილობრივი, წამყვანი პრესის წარმომადგენლებთან

2 მაისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა ადგილობრივი, წამყვანი პრესის წარმომადგენლებთან პრეს-კონფერენცია გამართა.

კონფერენცია ქ. სეულში, საქართველოს საელჩოში შედგა და მას ბეჭდური და ინტერნეტ გამომცემლობების: The Korea Times, The Korea Herald, Diplomacy, ChosunMedia, The AsiaN, NDNnews და The Korea Post-ის ჟურნალისტ-რეპორტიორები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ელჩმა ჟურნალისტებს საელჩოს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე საელჩოს მიზნები და ამოცანები გააცნო. ოთარ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აგრეთვე კორეის რესპუბლიკა-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული, ბიზნეს, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებსა და პერსპექტივებზე.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

ელჩის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

2017 წლის 2 მაისი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 16 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ