ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

01.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის სისტემატური დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 29 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უგულვებელყოფს გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.

 

2017 წლის 1 მაისი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 16 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ