ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს რწმუნებათა სიგელები გადასცა

24 აპრილს, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჰვანგ კიო-ანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ქ. სეულში, პრეზიდენტის სასახლეში, ე.წ. ლურჯ სახლში გაიმართა.

კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ცერემონიის დასრულების შემდეგ ელჩთან შეხვედრისას მოკლედ ისაუბრა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მზარდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად რეგიონის მიმართ. ოთარ ბერძენიშვილმა ბატონ ჰვანგ კიო-ანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ასევე ელჩმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა ქვეყნის საკვანძო მდებარეობიდან გამომდინარე მისი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონში.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰვანგ კიო-ანმა საქართველოს ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

                             

 

2017 წლის 24 აპრილი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ