ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდასთან დაკავშირებით

6.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთხელ უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის "2321" რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 6 მარტს, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

საქართველო, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა, იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 

2017 წლის 6 მარტი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ