ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ

2017 წლის 23 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლი ჯონგ-კიუსა და საქართველოს ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შორის.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული მუშაობისათვის და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დინამიურად მზარდ პარტნიორულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს მომავალ ელჩთან მუშაობის დროს. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კორეის საგარეო უწყებას საელჩოსთან ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისათვის და მინისტრის მოადგილე საქართველოში მიიწვია.

 

2017 წლის 23 თებერვალი

 

 

 

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ