ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2017 წლის ივნისში მართავს პროგრამის „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“ დასკვნით ღონისძიებას, რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

კორეის რესპუბლიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საელჩოს ინიციატივით,  მრავალკულტურული გამოფენა წარმოდგენილ იქნა ქართული სტენდი, რომელზეც განთავსდა ქართული კულტურის ამსახველი ექსპონატები.

განთავსების თარიღი: 17.05.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 14 მაისს, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

განთავსების თარიღი: 15.05.2017
 

2 მაისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა ადგილობრივი, წამყვანი პრესის წარმომადგენლებთან პრეს-კონფერენცია გამართა.

განთავსების თარიღი: 02.05.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის სისტემატური დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 29 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

განთავსების თარიღი: 01.05.2017
 

24 აპრილს, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჰვანგ კიო-ანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ქ. სეულში, პრეზიდენტის სასახლეში, ე.წ. ლურჯ სახლში გაიმართა.

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

განთავსების თარიღი: 09.04.2017
 

2017 წლის 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ჩუნგ სიე-კიუნს შეხვდა.

განთავსების თარიღი: 04.04.2017
 

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

განთავსების თარიღი: 12.03.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთხელ უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის "2321" რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 6 მარტს, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

განთავსების თარიღი: 06.03.2017
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 16 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ