ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ოთარ ბერძენიშვილი

                                                     

ოთარ ბერძენიშვილი დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში.

1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 1-ელი საშუალო სკოლა.

1995-1999 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი.

1999-2002 წლებში დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის მაგისტრატურა, სახელმწიფო მართვა.

2005-2006 - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, SAIS საზაფხულო პროგრამა - უმაღლეს საერთაშორისო სწავლებათა სკოლა - საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ბიზნესი.

2008 - ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომი, იტალია - ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს ტრანსფორმაცია, გლობალური უსაფრთხოების გარემო და ნატო.

2009 - ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია - გლობალური უსაფრთხოება, ტრანსნაციონალური გამოწვევა, საერთაშორისო ნორმები, შეიარაღებული კონფლიქტი და ტერორიზმი.

1999-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, სტაჟიორი.

2000-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი.

2004-2008 - საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, პირველი მდივანი.

2008-2009 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.

2009-2010 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი.

2011-2016 - საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM) საქართველოს წარმომადგენელი.

2016- საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2017- საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

ჯილდო: ბრაზილიის ეროვნული უმაღლესი ორდენი „დიდი სამხრეთის ჯვარი".

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 6 7 10
11 12 13 14 15 16 17
19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ