ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

                                           

 

მოხარული ვარ რომ დაინტერესდით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდით.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება. 2011 წელს სეულში საქართველოს საელჩოს დაფუძნება და 2015 წელს თბილისში კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩამოყალიბება, როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე კორეელი და ქართველი ხალხის ორმხრივი მზარდი კავშირების ნათელი მაგალითია.

მსგავსად საზღვარგარეთ სხვა ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობისა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიზანიც ერთია: კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა. ჩვენს უმთავრეს საზრუნავს, ასევე წარმოადგენს კორეის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით პოლიტიკურ-ეკონომიკურ, მეცნიერების, საგანმანათლებლო, კულტურის, ტურიზმისა და ბიზნეს სფეროებში.

მიუხედავად იმისა, რომ კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს მდებარეობს, ამ ორ ქვეყანას უამრავი საერთო აქვს: ათასწლიანი ისტორია, ტრადიციების პატივისცემა, სახელმწიფოს მიმართ ერთგულება, ლტოლვა თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ბოლო პერიოდში გატარებული ფუნდამენტური რეფორმების წყალობით საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, შესაბამისად სხვადასხვა სფეროში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო  ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა რეგიონში.

ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო როგორც საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში. არსებული ვებ-გვერდი მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე კორეის რესპუბლიკა -საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. იმედი გვაქვს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ მოიპოვოთ  ყველა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ.

მადლობას მოგახსენებთ გამოყოფილი დროისთვის, რომელიც ჩვენ დაგვითმეთ.

 

საუკეთესო სურვილებით,

ოთარ ბერძენიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში.

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 6 7 10
11 12 13 14 15 16 17
19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ