საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეზენტაცია საქართველოს შესახებ

22 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ პრესტიჟულ სასტუმრო Aloft Seoul Myeongdong-ში გაიმართა ერთობლივი ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი 100-მდე ტურ-აგენტი.

ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურიზმის შესახებ და დეტალურად მიმოიხილა ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ხსენებული მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის გაყიდვაში ჩაუშვა ტურ-პაკეტები საქართველოს მიმართულებით.

 

2018 წლის 22 თებერვალი