საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეწვია

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ 26-28 თებერვალს შეხვედრები გამართა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტის HUFS-ის (Hankuk University of Foreign Studies) ვიცე-პრეზიდენტთან ბ-ნ კიმ ჰიუნ-ტეკთან და Yonsei University-ის პროფესორთან, კორეის მეცნიერებათა აკადემიის წევრ ბ-ნ ჩო ჯუ-კვანთან.

შეხვედრებზე ფართოდ იქნა განხილული სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა აკადემიურ წრეებს შორის კავშირების გაღრმავებაზე, დისტანციური სწავლების კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე წელს ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე.

 

 

2018 წლის 28 თებერვალი