საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

10-12 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში იმართება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი

10-12 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში იმართება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი (International Intangible Heritage Film Festival), რომლზეც ყურადღება დაეთმობა, ქვევრის ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ისტორიას. ფესტივალისთვის მომზადდა, საქართველოს ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის სპეციალური ინტერვიუ, რომელსაც მოდერაციას უწევდა კორეის კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაციის წევრი, ჰანკუკის უნივერსიტეტის დეკანი, კულტურის სფეროს პროფესორი, სანგმეე ბაკი.

ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს, ქართულ, ტრადიციულ მეთოდს, ასევე საქართველოში მეღვინეობის განვითარების ეტაპებს. ფართოდ აღინიშნა, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურ შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა, ბოლო პერიოდში, კორეაში ქართული ღვინის, განსაკუთრებით, ქვევრის ღვინის მზარდი პოპულარობა და ამ მიზნით საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ემილი რეილსბეკის (Emily Railsback) ფილმი Our Blood is Wine (აშშ), რომელიც მაყურებელს ქართული კულტურის განუყოფელი ფენომენის - ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს და მისი აღორძინების გზას აცნობს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ფესტივალის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის მონაწილეებს, საელჩოს სახელით გადაეცათ ქვევრის ღვინო.