საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი გზამკვლევი გამოიცა

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის „Hashtag Publishing Company”-ის დირექტორთან, ბ-ნ დაე-ჰიუნ ჩოსთან, რომელმაც წარადგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი გზამკვლევი (2021/2022 წლები). ხსენებული პირველი გზამკლვევია, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს და  მასში დეტალურად არის გაწერილი როგორც ტურისტული ღირშესანიშნაოები, ასევე, ქვეყნის ტრადიციები და კულტურა. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარებისა, აღნიშნული  გამომცემლობის მიერ გზამკვლევის მაღალი ტირაჟით გამოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს კორეის მოსახლეობის მზარდ ინტერესს საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ.