საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო კორეის იმპორტიორტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

მიმდინარე წლის 20 მაისს, საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორტთა ასოციაციის (KOIMA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილსამყოფელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ელჩმა მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მისი პოტენციალი, ყურადღება გაამახვილა  საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ახალ შესაძლებლობებზე, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობის საკითხს. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.