საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ვუჯონგის განათლების და კულტურის ფონდის სტიპენდიის მფლობელ ქართველ სტუდენტებთან

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ადგილობრივ კონგლომერატთან „Booyoung Group”-თან თანამშრომლობით, საქველმოქმედო ფონდმა „Woojung Education and Culture Foundation“ მიიღო გადაწყვეტილება კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე, წარჩინებული ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის შესახებ.

შედეგად, - სოფო გეგეჭკორს და - ანა ღოღონაძეს სრულად დაუფინანსდათ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

ზემოაღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია, რომელიც ითვალისწინებს კორეის უმაღლესი განათლების პროგრამებში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას და მათი სასწავლო პროცესის ხელშეწყობას.

საელჩო ულოცავს ქართველ სტუდენტებს სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას.