საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით გამართული ვებინარების სერია

22 აპრილს დასრულდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, 2021 წლის 5 აპრილს დაწყებული, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის განკუთვნილი ვებინარების სერია, რომლის მიზანიც, ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის წახალისების კუთხით, საქართველოს დიპლომატიური მისიების და სააგენტოს აწარმოე საქართველოში უფრო ეფექტური და კოორდინირებული მომავალი საქმიანობის წარმართვა გახლდათ.

ზემოხსენებულ პერიოდში, საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ხელმძღვანელებს და ეკონომიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, წამოეჭრათ მათთვის აქტუალური თემები, ხოლო სააგენტო აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელობამ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო სააგენტოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა პრიორიტეტების და ქვეყნების მიხედვით.