საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 14 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, განახორციელა სამუშაო ვიზიტი ადმინისტრაციულ ქალაქ სეჯონგში, სადაც გამართა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის სამინისტროში, კერძოდ თავისუფალი ვაჭრობის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემატიკას ორ ქვეყანს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო გახსნა და აღნიშნულის ირგვლივ შესაბამისი უწყებების მიერ მიზანშეწონილობის კვლევის წარმატებულად დასრულება წარმოადგენდა.