საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ერთობლივი, რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: "Challenges and Achievements of Independence and State Building in Georgia and Korea ".

მიმდინარე წლის 31 მარტს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და კორეის კვლევების აკადემიის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ერთობლივი, იგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: "Challenges and Achievements of Independence and State Building in Georgia and Korea ".  

 

აღნიშნულ კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა 31 მარტის რეფერენდუმზე, რომლმაც ოცდაათი წლის წინ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტით, ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე არსებულ გამოწვევებს, ქართველი ხალხის ნებას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი და ამ მხრივ მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.  

ხსენებული კონფერენცია გაიმართა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.