საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ლექცია დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების პროგრამის ფარგლებში

დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების პროგრამის ფარგლებში  მიმდინარე წლის 17 მარტს, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ოთარ ბერძენიშვილს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა პროგრამის მონაწილეებს პროფესიული რეკომენდაციები და სამინისტროში მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაუზიარა.