საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

PyeongChang Peace Forum 2020

მიმდინარე წლის 9-11 თებერვალს ქ.პიონგჩანგმა უმასპინძლა ყოველწლიურ “PyeongChang Peace Forum 2020” ფორუმს, სადაც მშვიდობის განმტკიცების საქმეში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენენ. აღნიშნული ღონისძიების მთავარ განხილვის თემატიკას კორეის ნახევარკუძულის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, საბოლოო მშვიდობის დამყარების, ჩრდ. კორეასთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის და სპორტის დიპლომატიის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. 

ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის თემატიკაზე გამართულ სესიაზე და კორეის ნახევარკუნძულის საკითხის ირგვლივ დისკუსიებში.

ასევე, ელჩმა ღონისძიების ფარგლებში გამართა შეხვედრა ქ.პიონგჩანგის მერთან, სადაც განხილულ იქნა ქ. ბორჯომთან დამეგობრების საკითხები და საქართველოში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დეტალები.

2020 წლის 9 თებერვალი