საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინისა და სამზარეულოს საღამო სეულში

14 ნოემბერს, ქ. სეულის განგნამის საფინანსო ცენტრში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო J. W. Marriot-ში მოეწყო ქართული ღვინისა და სამზარეულოს საღამო. სპეციალურად ღონისძიებისათვის, სსიპ – ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოს საელჩოს მიერ წარდგენილ იქნა ქართული ღვინის მრავალსახეობა, მათ შორის, ადგილობრივი მომხმარებლებისათვის ინტერესის მქონე ქარვისფერი ღვინო.

ქართული ღვინისა და სამზარეულოს საღამოს დაესწრო 200-მდე სტუმარი, მათ შორის კორეელი ენოლოგები და სომელიეები. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადასცა კორეის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (KBS), პარალელურად ნაჩვენები იყო ამავე ტელეკომპანიის მიერ საელჩოს მხარდაჭერით მომზადებული ფილმები ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ.

2019 წლის 14 ნოემბერი