საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის საჯარო ლექცია ბოსუნგის გოგონათა სკოლაში

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გაიმართა ელჩის ოთარ ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ქ. სეულის ერთ-ერთ უძველესი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში (Bosung Girls’ High School), სადაც გაერთიანებული მაღალი კლასების მოსწავლეებს (100-მდე მოსწავლე) გააცნო ქვეყნის უძველესი ისტორია, ტრადიციები, კულტურა და ტურისტული პოტენციალი. ასევე, დამსწრე აუდიტორიამ იხილა ადგილობრივი წამყვანი ტელევიზიის მიერ გასულ თვეს მომზადებული ვიდეო რგოლი საქართველოს შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ხალხთაშორისი ურთიერობების გაღრმავებას.

2019 წლის 4 ნოემბერი