საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო გამოფენა ჯონჯუში

31 ოქტომბერს, კორეის ქალაქ ჯონჯუში გაიხსნა ფერმენტირებული საკვების მე-17 საერთაშორისო გამოფენა IFFE 2019, რომელშიც მონაწილეობას იღებს 30-მდე ქვეყნის 350-ზე მეტი კომპანია.


ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს საზოგადოებრივი მოძრაობა KAR.GE (ორგანიზაცია World OKTA-ს მხარდაჭერით), რომელმაც უზრუნველყო 11 ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციის გამოფენაზე წარდგენა.

გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც შეხვედრა გამართა ჯოლაბუკ-დოს პროვინციის გუბერნატორთან, გამოფენის ორგანიზატორებთან.

მსგავსი სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას კორეაში.

2019 წლის 31 ოქტომბერი