საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახალხო დიპლომატიის მეორე კვირეული

24-26 ოქტომბერს, საქართველოს საელჩო მონაწილეობას იღებს, კორეის ფონდის ორგანიზებით და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ სახალხო დიპლომატიის რიგით მეორე კვირეულში, რომელიც იმართება სეულის ცნობილ Dongdaemun Design Plaza (DDP)-ში.

ღონისძიებაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის სამშობლო. მოეწყობა საქართველოს კუთხე, რომლის თემასაც წარმოადგენს ქართული ღვინო და მისი დამზადების უძველესი ტრადიციები. დამთვალიერებლებს, მიეწოდებათ ინფორმაცია მეღვინეობის კულტურის და ისტორიის შესახებ, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო. ქართული კუთხის სტუმრები, აგრეთვე გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და სამოგზაურო მიმართულებებს.

2019 წლის 24 ოქტომბერი