საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22 ოქტომბერს, „Korean Film Archive“-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, ქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასზე, კორეული სუბტიტრებით, ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთი ფილმი: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ლევან თუთბერიძის „მოირა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა“.

ღონისძიება ტარდება საქართველოს საელჩოს და Korean Film Archive-ის ორგანიზებით, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

2019 წლის 22 ოქტომბერი