საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის წითელი ჯვრის ორგანიზებით გამართული საქველმოქმედო ღონისძიება

2 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკის წითელი ჯვრის ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური, მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. ხსენებული ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული და ტურისტული კუთხე. ორგანიზატორების მიხედვით მონაწილე ქვეყნების სახელით შეწირული თანხები მიმართული იქნება ადგილობრივი ხანდაზმულების დახმარების და უბედური შემთხვევების დროს დაზარალებული ოჯახების ფონდებში.

2019 წლის 2 ოქტომბერი