საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს კორეის რესპუბლიკას დაარსების დღეს

საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 14 დეკემბერს.

საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ბაქო) ბატონი ტონგ-ოპ კიმი (2019 წლიდან დღემდე).

საქართველოში კორეის საელჩოს ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი კიმ სე ვუნგი (2018 წლიდან დღემდე).

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ოთარ ბერძენიშვილი (2017 წლიდან დღემდე).

საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კორეის რესპუბლიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოში. მზარდია საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ტურისტების ნაკადი. საქართველო კორეის რესპუბლიკას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და მუშაობს, რათა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

2019 წლის 3 ოქტომბერი