საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კონცერტი ქ. სეულში

მიმდინარე წლის 31 აგვისტო - 1 სექტემბერს ქ. სეულმა უმასპინძლა საერთაშორისო ხელოვნების ყოველწლიურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც კორეის რესპუბლიკაში პირველად შედგა ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“-ს წარმოდგენა. აღნიშნული, ინიციატივა ემსახურება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას და საქართველოს კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას. ხსენებული პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სეულის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით.

2019 წლის 1 სექტემბერი