საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 Global Challenges of Youth with Disabilities

2019 წლის 4 ივლისს, კორეის რესპუბლიკაში გაიხსნა სასწავლო კურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის, სახელწოდებით: “2019 Global Challenges of Youth with Disabilities”. პროექტი ხორციელდება ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის საზოგადოების მიერ, კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და კორეა-აზიის ფონდის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნებმა გაიზიარონ კორეის წარმატებული გამოცდილება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

წელს პირველად, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და მხარდაჭერით, ხსენებულ პროექტში მონაწილეობას იღებს საქართველოს ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. საელჩო მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობას და აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოდან შშმ პირების ჩართვას მსგავს პროექტებში.

2019 წლის 8 ივლისი