საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

20 ივნისს კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიხსნა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ უდიდესი – სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა SIWSE 2019. გამოფენაში მონაწილეობას პირველად იღებს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მწარმოებელ 10 ქართულ კომპანიასთან ერთად: „თელიანი ველი“, მეღვინეობა „ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“, „ჩელთი“, „დუგლაძის ღვინის კომპანია“, „თბილღვინო“, კორპორაცია „ქინძმარაული“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინის სახლი“ და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდი“. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კორეელ იმპორტიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

SIWSE 2019-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი და სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე, რომლებმაც შემდგომ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ქართული ღვინის სტენდი.

გამოფენა სამდღიანია და 22 ივნისს დასრულდება.

2019 წლის 21 ივნისი