საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო საერთაშორისოდ ცნობილ დიზაინერებთან ერთად

ქ. სეულის თანამედროვე ხელოვნების და დიზაინის მუზეუმი -Dongdaemun Design Plaza (DDP) მისი დაარსების ხუთი წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 ივნისს მასპინძლობს ხელოვნების და დიზაინის საერთაშორისო საღამოს. აღნიშნული ღონისძიება იმართება ლონდონის დიზაინის მუზეუმთან თანამშრომლობით, რომელზეც სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მოწვეული ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი Paul Smith. ხსენებულ საღამოს ესწრებიან აღმოსავლეთ აზიის მოწინავე მოდის სახლების წევრები, ხელოვნები, ადგილობრივი შოუ ბიზნესის და  წამყვანი მედია ჰოლდინგების წარმომადგენლები.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ხსენებული საღამოს ორგანიზატორთა თანამშრომლობით, დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების მიმდინარეობისას საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ზოგადად აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინისა და მისი უძველესი დაყენების ტრადიციის გაცნობას და პოპულარიზაციას.

2019 წლის 7 ივნისი