საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ლექცია იონსეის უნივერსიტეტში

საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, კორეის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სალექციო ციკლის ფარგლებში, 15 მაისს იონსეის უნივერსიტეტში გაიმართა ელჩის, ბ-ნი ოთარ ბერძენიშვილის სიტყვით გამოსვლა. ლექციაზე ბ-ნმა ბერძენიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და კორეასთან არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

ლექციის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა უპასუხა დამსწრე და აკადემიური წრეების წარმომადგენლების და სტუდენტების კითხვებს.

2019 წლის 15 მაისი