საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ქ-ნი თინათინ ბრეგვაძის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

7-13 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ქ-ნი თინათინ ბრეგვაძე კორეის ფონდის მოწვევით, მონაწილეობას იღებს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პროგრამაში. 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ქ-ნი თინათინ ბრეგვაძე ეწვევა კორეის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებს და კორეის დიპლომატიურ აკადემიაში, ადგილობრივ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში.

კორეის ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, ინდივიდუალური პროგრამის ფარგლებში, ქ-ნი თინათინ ბრეგვაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დიპლომატიის და ბიუროს გენერალურ დირექტორის მოადგილესთან, ქ-ნ სიმ ეუნ - ჯისთან და ეროვნული დიპლომატიური აკადემიის კანცლერთან, ბ-ნ ჩო სეი-იანგთან.

10 აპრილს, ქ-ნი თინათინ ბრეგვაძემ ჰანკუკის უნივერსიტეტში გამართა ლექცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული წარსული“.

2019 წლის 12 აპრილი