საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს აორმაგებს

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის პატივია ოფიციალურად გამოეხმაუროს ადგილსამყოფელი ქვეყნის ფლაგმანი ავიაკომპანიის KOREAN AIR-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს გაორმაგდება ჩარტერული რეისები საქართველოს მიმართულებით, კერძოდ სეული-თბილისი-სეული. ხსენებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და KOREAN AIR-თან აფილირებული, წამყვანი ტურისტული კომპანია „ჰანჯინ თრაველ-თან“ მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ადგილობრივი ტურისტების რიცხვის ზრდა. კომპანია KOREAN AIR-ი მიმდინარე წლის 30 მაისიდან განახორცილებს 6 ჩარტერულ რეისს.

2019 წლის 8 აპრილი