საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩომ უმასპინძლა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების წარმომადგნლებს

მიმდინარე წლის 27 მარტს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების წარმომადგნლებს, რომლებმაც კორეის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ მუჯუში, 11-28 მარტის ჩათვლით მსოფლიოს სახავადსხავა ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად გაიარეს ერთობლივი შეკრება. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მიმდინარე წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას. საელჩო ქართველ სპორტსმენებს უსურვებს წარმატებებს.

2019 წლის 27 მარტი