საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან

მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ბატონ მუნ ჰი-სანგთან. შეხვედრისას განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი, ყურადღება გამახვილდა არსებული პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე, უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლაზე და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაზრდაზე. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საინვესტიციო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მნიშვნელობაზე და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

2019 წლის 6 მარტი