საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის საღამო სეულში

22 თებერვალს, ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სასტუმრო „Somerset Palace”-თან თანამშრომლობით გაიმართა ქართული ღვინის საღამო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.

საღამოზე შეკრებილი საზოგადოებისთვის მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები, აგრეთვე გაეცნენ ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე სამოსს. მოეწყო ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენა და ქართული კომპანიების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “Blikvanger”-ის კოლექცია.

ქართული ღვინის საღამოს მიეძღვნა კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „The Joongang Daily”-ის სტატია. აღნიშნული გამოცემის 22 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.

2019 წლის 25 თებერვალი