საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა კორეაში აკრედიტებულ საპატიო კონსულთა კორპუსთან პრეზენტაცია გამართა

 20 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული საპატიო კონსულების სპეციალური მოწვევით ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურისტული პოტენციალის, საინვესტიციო-ეკონომიკური გარემოსა და საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. ღონისძიების დასასრულს დამსწრე პირებს საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კორეაში აკრედიტებულ საპატიო კონსულთა ჯგუფი მაისის თვეში გეგმავს ერთი კვირით ეწვიოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს და გაეცნოს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ისე ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

2019 წლის 20 თებერვალი