საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და სტუდენტებთან

27 იანვარს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. შეხვედრაზე დამსწრე პირებს მიეწოდათ განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, განხილულ იქნა მიმდინარე წელს საელჩოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში კორეაში მცხოვრები ქართველების ჩართულობის პერსპექტივები და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებში მათი მონაწილეობის საკითხები.

ღონისძიების დასასრულს კორეაში ქართული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ისტორიის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დ საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული თანადგომისათვის, სეულის იონსეის უნივერსიტეტის დოქტორანტს, ქ-ნ რუსუდან ფირცხალავას გადაეცა საელჩოს მადლობის სიგელი.

2019 წლის 27 იანვარი