საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან

11 დეკემბერს საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან, კერძოდ საქართველო-კორეა საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და მის წევრებთან. აღნიშნული ღონისძიების ძირითად მიზანს ორი ქვეყნის საკანომდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის და სამომავლო კავშირების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და წარადგინა პრეზენტაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის თაობაზე.  სტუმრებს საელჩო გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და ტრადიციული კერძებით.

2018 წლის 12 დეკემბერი