საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ქ. სეულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიის შესახებ

15 ნოემბერს, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიის ორგანიზებით გაიმართა სეულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. მიმდინარე წელს ეს წოდება პირველად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს, ოთარ ბერეჟიანს, რომელიც კორეის რესპუბლიკაში 15 წელზე მეტია ცხოვრობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩინებას. ამჟამად, ოთარ ბერეჟიანი უძღვება ქართული ენის კურსს, რომელიც ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტისა და საელჩოს თანაორგანიზებით ხორციელდება.

ბ-ნი ოთარ ბერეჟიანი სეულის საპატიო მოქალაქეობის კანდიდატად საქართველოს საელჩოს მიერ იქნა წარდგენილი.

საქართველოს საელჩო ულოცავს ბ-ნ ოთარ ბერეჟიანს ამ საპატიო წოდებას და უსურვებს წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.

2018 წლის 15 ნოემბერი