საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

25 ოქტომბერს, კორეის ქალაქ ჯონჯუში გაიხსნა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა IFFE 2018, რომელშიც მონაწილეობას იღებს 30-მდე ქვეყნის 350-ზე მეტი კომპანია.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს საზოგადოებრივი მოძრაობა KAR.GE (ორგანიზაცია World OKTA-ს მხარდაჭერით), რომელმაც უზრუნველყო 15 ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციის გამოფენაზე წარდგენა.

გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც შეხვედრა გამართა ჯოლაბუკ-დოს პროვინციის გუბერნატორთან, გამოფენის ორგანიზატორებთან და აგრეთვე გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელეკომპანიას MBC TV-ს.

2018 წლის 25 ოქტომბერი