საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიები გამოყო

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ადგილობრივ კონგლომერატთან „Booyoung Group”-თან თანამშრომლობით, საქველმოქმედო ფონდმა „Woojung Education and Culture Foundation“ მიიღო გადაწყვეტილება კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე წარჩინებული ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შედეგად, ქ-ნ რუსუდან ფირცხალავას და ქ-ნ სოფიო კვინიკაძეს სრულად დაუფინანსდათ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

ზემოაღნიშნული პროექტი ეხმაურება საქართველოს საელჩოს მიერ ბოლო პერიოდში დასახულ მიზნებს, რომელიც ითვალისწინებს კორეის უმაღლესი განათლების პროგრამებში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას და მათი სასწავლო პროცესის ხელშეწყობას.

საელჩო ულოცავს ქართველ სტუდენტებს სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას.

2018 წლის 27 სექტემბერი