საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკას ეწვია

ვიზიტის მიზანს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება წარმოადგენს.


პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის გაფართოებულ შემადგენლობასთან. იმავე დღეს ქართველი დეპუტატები აგრეთვე შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა და ქვეყნის გაერთიანების, აგრეთვე მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა კორეელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ჩვენს რეგიონში მიმდინარე ვითარების, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების, ბიზნესის წარმოებისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემოსა და ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის შესახებ, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, რუსული ოკუპაციის შედეგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ინტერვიუ მისცა ეროვნული ასამბლეის ტელევიზიას.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ორი კორეის გამყოფ ხაზზე მდებარე საზავრო სოფელ პანმუნჯომს ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

2018 წლის 12 სექტემბერი