საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკა მასპინძლობს ყველა დისციპლინაში რიგით 52-ე საერთაშორისო სროლის სპორტულ მსოფლიო ჩემპიონატს

მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან - 15 სექტემბრამდე, ქ. ჩანგვონი, კორეის რესპუბლიკა მასპინძლობს ყველა დისციპლინაში რიგით 52-ე საერთაშორისო სროლის სპორტულ მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც სასტენდო და ტყვიის სროლაში მონაწილებას იღებენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების წევრები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეჯიბრების ფარგლებში მონაწილე სპორტსმენებისთვის გათამაშდება ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები. საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში წარმატებებს უსურვებს ყველა ჩენი ქვეყნის მონაწილეს.

2018 წლის 31 აგვისტო