საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი სეულის რადიოს დილის გადაცემაში

დღეს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა მონაწილეობა მიიღო სეულის რადიოს დილის გადაცემაში This Morning, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა. მან ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე და ბოლო დროს კორეა-საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებზე. აღნიშნული ინტერვიუ 20 წუთი მიმდინარეობდა.
გარდა ხსენებულისა, ადგილობრივ წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა შემდეგი სტატიები აღნიშნულ თემაზე:

http://www.koreatimes.co.kr/www/nation/2018/08/113_253356.html
http://www.koreaherald.com/view.php?ud=20180806000600&ACE_SEARCH=1

 

2018 წლის 7 აგვისტო