საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მიესალმება კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე

კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან საელჩოს ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.


2018 წლის 9 ივლისი