საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო იმპორტირებული პროდუქციის გამოფენაზე IGF-2018

21-23 ივნისს, ქალაქ სეულში, კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018. 


პირველად საელჩოს ინიციატივითა და საზოგადოებრივი მოძრაობა KAR.GE-ს ჩართულობით სპეციალურად გამოფენისათვის გამოგზავნილ იქნა ქართველი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ასევე კორეის რესპუბლიკის ბაზარზე უკვე იმპორტირებულ ქართულ ნაწარმსაც.


ღონისძიების მსვლელობისას ელჩმა შეხვედრა გამართა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბ-ნ  მიუნგ ჯინ შინთან, რა დროსაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.


გამოფენის ფარგლებში ეწყობა ქართული ღვინისა და ნატურალური წვენების დეგუსტაცია.

   


2018 წლის 21 ივნისი